ავტორ-შემსრულებლები "გერას" ბოიკოტს უცხადებენ - ხელოვანების ნაწილი მოქრთამვაზე ალაპარაკდა

03.02.24 17:25
ავტორ-შემსრულებლები "გერას" ბოიკოტს უცხადებენ - ხელოვანების ნაწილი მოქრთამვაზე ალაპარაკდა

ავტორ-შემსრულებლები კომპანია "გერას" ბოიკოტს უცხადებენ. ხელოვანების ნაწილი მოქრთამვაზე ალაპარაკდა. დღეს გიგა კობალაძემ, ასოციაციის წევრებთან შეხვერდა გამართა. ხელმოწერილია პეტიცია, რომელიც ადასტურებს, რომ კობალაძესთან ხელოვანებს პრეტენზია არ აქვთ. 

ჩვენ არ გვსურს გადავიდეთ ამ რუსულ ორგანიზაციაში, "გერაში" და დავრჩეთ ჩვენსაში. ბრალდებები იყო, ვითომ ვიღაცას უჩივლია, ესეც როგორც ჩანს ვიღაცას დაავალეს არჩევნების წინ და ვითომ, ჰონორარებს ითვისებენ და არ უხდიანო. ეს ემსახურება იმას, რომ უნდათ რუსულ ორგანიზაციაში გადაიბირონ ადამიანები", - ამბობს ხელოვანი.

კობალაძე ამბობს, რომ კომპანია "გერას", რომლიც ახალი სახელიც "იპოაა", როგორც ირკვევა ჯამში 20-მა ქვეყანამ უთხრა თანამშრომლობაზე უარი. მიზეზი ახალდაფუძნებული ასოციაციის რუსული კავშირებია. 

ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ქართული ხელოვნება ხელში ჩაგდებული და არ უნდა აკონტროლებდეს მას, ეს ადამიანები შეიკრიბნენ და ერთიან სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით და იმ ბრძლის ტაქტიკაზე, რომლითაც, საბოლოო ჯამში ჩვენ უკან უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს ქართული ხელოვნება. 

20-მა ქვეყანამა უკვე ერთი თვის განმავლობაში საქპატენტში გააგზავნეს წერილი, რომ არავითარ უერთიერთობას არ აპირებენ რუსული წარმომავლობის ორგანიზაციასთან. 

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფი ასევე პასუხობს იმ ავტორ-შემსრულებლებსაც, ვინც ამბობს, რომ ასოციაციას მათი დიდი ვალი აქვს.

ეს ბრალდებები არ არის ახალი, ეს დიდი ხანია ისმის, ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ არცერთ ავტორს, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში ირიცხებოდა, არცერთი თეთრი არ დაკლებია, პირიქით", - ამბობს კობალაძე.

რატომ დაინტერესდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მუშაობით ფინანსური პოლიცია? გიგა კობალაძეს "იპოას" ანუ იგივე "გერას" წარმომადგენლები პასუხობენ. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ კობალაძე ხელოვანების კუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მეტიც, კობალაძის  მოწინააღმდეგეების ვერსიით, გიგა კობალაძე ავტორებისთვის საჭირო დოკუმენტებს მალავდა.

გვიან ღამემდე ფინანსური პოლიცია ასოციაციის ოფისში იყო შესული. წაიღეს ფაქტობრივად ყველაფერი - კომპიუტერები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.

გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი  განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო სამსახური საქმეს თანხების სავარაუდო მითვისებისთვის აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები