ომბუდსმენი ნინოწმინდაში - ლომჯარია პანსიონის აღსაზრდელებს ხვდება

28.06.21 15:22
ომბუდსმენი ნინოწმინდაში - ლომჯარია პანსიონის აღსაზრდელებს ხვდება

სახალხო დამცველი ამ წუთებში ნინოწმინდის თავშესაფარში აღსაზრდელებს ხვდება. მანამდე კი ლომჯარიამ შეხვედრა პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან, მეუფე იაკობთან, გამართა. შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ეჭვი გამოთქვა, რომ აღსაზრდელებზე შესაძლოა, ზეწოლა მიმდინარეობდეს

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში აპარატის 2 თანამშრომელთან ერთად რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.