ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს, ცემაში წამებით მოკლეს, 5 პირი ფიგურირებდა - 41 წლის სამხედროს დედა
დაკავებების სერია "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ. გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე სამი ჯარისკაცი დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამხედროებმა ირაკლი აფრიამაშვილზე ფიზიკურად იძალადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
აფრიამაშვილის დედა ამბობს, რომ დანაშაულში არა 3 არამედ 5 პირი ფიგურირებდა.
უნდათ დააბრალონ, რომ სუიციდამდე მიიყვანა ვიღაცამ ეს. სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. ეს მოკლეს ცემაში, წამებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარ სახლში მხეცებივით მიუცვივდნენ. ფიგურირებდა 5 პიროვნება, მე არ ვიცი ვიბნები არიან, არც მაინტერესებს. მე უბრალოდ მინდა აღდგეს სამართლიანობა, ჩემი შვილი დღეს მიწაშია და მინდა აგონ პასუხი იმ პირებმა, ვინც დამნაშავეა. იცით რაზე მტკივა გულის, ავღანეთიდან ჩამოვიდა და აქ მისმა მეგობრებმა ასე ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს", - ამბობს დედა.
სამხედრო ახაშენის ტყეში ხეზე ჩამომხჩვალი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.
3 დაკავებული ჯარისკაცის სასამართლო დღეს გორში გაიმართება. პროკურატურა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აპირებს გირაოს შუამდგომლობა დააყენოს.
დაკავებული სამხეროებიდან ერთ-ერთი მიხეილ დოიჯაშვილი ოცეულის სერჟანტი იყო, "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც ირაკლი აფრიმაშვილთან საქმის გასარჩევად მივიდა. ასევე ხელბორკილები დაადეს რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.
ადვოკატის თქმით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.