"მეგობრის ცოლთან სასიყვარულო ამბავი გახმაურდა და 41 წლის ჯარისკაცმა თავი მოიკლა" - 3 ყოფილი სამხედრო განსასჯელის სკამზე ზის
ამ წუთებში, ყურადღების ცენტრშია გორის საქალაქო სასამართლო. განსასჯელის სკამზე სამი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზის. სამივე მათგანს ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. რა აქვთ სათქმელი დაკავებულ მამაკაცებს? მათ გზავნილებს დიდი ალბათობით, ადვოკატები პროცესის დასრულების შემდეგ გამოიტანენ. საქმეში პირადი მიმოწერების გამო, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომა დახურა.
ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ აფრიმაშვილი თვითმკვლელობამდე დაკავებულებს არ მიუყვანიათ. უფლებადამცველის თქმით, გარდაცვლილ ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ მისი მეგობრის ცოლთან სასიყვარულო მიმოწერა გახმაურდებოდა, ის თავს მოიკლავდა
გაირკვა ბოლო პერიდიში, რომ აფრიამაშვილს სასიყვარულო მიმოწერა ჰქონდა მისი მეგობარი სამხედროს მეუღლესთან. ამის გასარკვევად მასთან მივიდა სამი სამხედრო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და მას შემდეგ, რაც აფრიამაშვილმა აღიარა, რომ მართლაც ჰქონდა ამ ტიპ;ის მიმიწორა მეგობრის ცოლთან, ერთ-ერთმა სამხედრომ ხელი გაარტყა და უთხრა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი.
ხელის გარტყმის გამო ეგრე ნახევარი საქართველო, ვისაც ხელი მოხვედრია, თავს უნდა იკლავდეს? ბუნებრივია, მიზეზი ამისი სხვა არსებობს. გარდაცვალებამდე აფრიამაშვილმა ამ ქალბატონს მიწერა, რომ ეს ამბავი თუ გახმაურდებოდა, ის აუცილებლად თავს მოიკლავდა. საკითხი გახმაურდა და მან თავი მოიკლა.
ახლა საინტერესოა, აღიარებენ თუ არაა ჩადენილ დანაშაულს ირაკლი აფრიამაშვილზე ძალადობაში მხილებული მამაკაცები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი.
ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცის მკვლელობაში ხუთი პირი მონაწილეობდა, რომლებმაც თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.
დაკავებული სამხეროებიდან ერთ-ერთი მიხეილ დოიჯაშვილი ოცეულის სერჟანტი იყო. ასევე ხელბორკილები დაადეს რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილს.
დაკავებების სერია "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ. გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე სამი ჯარისკაცი დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამხედროებმა ირაკლი აფრიამაშვილზე ფიზიკურად იძალადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სამხედრო ახაშენის ტყეში ხეზე ჩამომხჩვალი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.