41 წლის ჯარისკაცის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალება - 3 ყოფილ სამხედროს პატიმრობა შეეფარდა
41 წლის სამხედროს ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალება ახალშენის ტყეში - სამ ყოფილ სამხედროს პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამაოცხადა.
სასამართლო სხდომაზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ სამივე სამხედრო ციხეში გაუშვა.
დაკავებული სამხეროებიდან ერთ-ერთი მიხეილ დოიჯაშვილი ოცეულის სერჟანტი იყო. ასევე ხელბორკილები დაადეს რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილს.
დაკავებების სერია "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ. გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე სამი ჯარისკაცი დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამხედროებმა ირაკლი აფრიამაშვილზე ფიზიკურად იძალადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სამხედრო ახაშენის ტყეში ხეზე ჩამომხჩვალი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.