ჯარისკაცის გარდაცვალების საქმე - რა აღიარეს ყოფილმა სამხედროებმა განსასჯელის სკამიდან და რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი
ყოფილი სამხედროები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული არც ერთი მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა დახურულ პროცესზე, განსასჯელის სკამიდან, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიხეილ დოიჯაშვილმა, რამაზ გოგიძემ და ზურაბ ვაშაგაშვილმა აღიარეს, რომ საბედისწერო ღამეს ირაკლი აფრიამაშვილთან იჩხუბეს.
პროკურორის თქმით, თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალა, ადგილმდებარეობების დათვალიერების ოქმები, ფოტო ცხრილები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, რაც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.
საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელთა უშაულოდ განხილვას და დეტალებში შესვლას გამოძიების ინტერესებიდან გამომდიანრე ვერ მოვახდენთ, თუმცა ეს არის თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალა, ადგილმდებარეობების დათვალიერების ოქმები, ფოტო ცხრილები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელცი პირდაპირ უთითებს სამივე ბრალდებულის მიერ ბრალში ასახული ქმედების ჩადენას. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თუმცა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები რამდენიმე მათგანმა აღიარა", - ამბობს პროკურორი.
დაცვის მხარის განცხადებით კი მოსამართლეს პატიმრობაში არ უნდა გაეშვა ყოფილი სამხედროები, რადგან არც მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და არც მიმალვის საქმე არ არსებობდა.
ბრალდებულები კატეგორიულად არ ცნობენ თავს დამნაშავედ და ზოგადად დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, მიმალვის საფრთხე და აქედან გამომდიანრე პოზიცია ერთიანი იყო დაცვის მხარის.
ამ ადამიანმა თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ვინმე ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ იმიტომ, რომ საქციელი, რომელიც არც მას მიაჩნდა სწორად უბრალოდ გამჟღავნდა და ვფიქრობ, რომ მაღალი თავმოყვარეობის გამო გადაწყვიტა ის, რაც მოიმოქმედა კიდეც", - ამბობს ადვოკატი.
ახლა ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ციხეში სხვებიც გაუშვან და ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
საქმის პროკურორი "პირველებთან" ადასტურებს ასევე ინფორმაციას, რომ ირაკლი აფრიამაშვილთან 3 ბრალდებულის გარდა კიდევ ორი პირიც იმყოფებოდა, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მათი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართულობა და ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება არ დასტურდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებაში იმხილება 3 პირი. სხვა პირებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით, ამ პირების კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართულობა და ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება არ დასტურდება. როგორც მოგახსენეთ, საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. თუ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რომელიმე პირის რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება, ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოძიება გრძელდება. საქმის ფარგლებში არაერთი ექსპერტიზა არის დანიშნული, მათ შორის, ნიადაგის ექსპერტიზა, შესაბამისად სურათებში აშკარად ჩანს, რომ დასვრილი არის ტანსაცმელიც და წინდაც ტალახით, თუმცა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში, ჩვენ ეს გვეცოდინება დაზუსტებით ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე", - ამბობს პროკურორი.
დაკავებების სერია "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ. გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე სამი ჯარისკაცი დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამხედროებმა ირაკლი აფრიამაშვილზე ფიზიკურად იძალადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სამხედრო ახაშენის ტყეში ხეზე ჩამომხჩვალი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.