ეს არის რუსული აგენტურა - ბერძენიშვილი რუსულ კანონზე

06.04.24 15:16
ეს არის რუსული აგენტურა - ბერძენიშვილი რუსულ კანონზე

ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მიერ რუსულ კანონის უკან შემობრუნებას რუსული აგენტურის მიერ დაგეგმილ ახალ სპეცოპერაციად აფასებს.

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საშიში კანონის ხელახლა დაინიცირების ბრძანება პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

ეს არ არის ქართული. ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ეს არის რუსული აგენტურა. ქართული იქ არ ურევია არაფერი. იმ კაცმა, რომელმაც 1 წლის წინ დაიფიცა, რომ რა უნდა მოხდეს, ეს კანონი მოვაბრუნოო, გაუწია თურმე წინააღმდეგობა, როდესაც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. მე ვერ ვიტყვი, მე ხომ სხვანაირად მაქვს ნათქვამიო. არა, სწორედ შენ იტყვიო. რა გავლენა აქვს ასეთი, რა შეჭამეს, რა დალიეს, რა დაიფიცეს ასეთი, რომ ყოველ დღე უნდა თქვან ტყუილი", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.

 

მსგავსი სიახლეები