პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ - კინწურაშვილი რუსულ კანონზე

08.04.24 16:17
პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ - კინწურაშვილი რუსულ კანონზე

ცნობილი მსახიობი კახა კინწურაშვილი “ქართული ოცნების” რუსული კანონის მიღების მცდელობას ეხმიანება და წერს, რომ მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ გაცემული პირობა საზოგადოებას “თავზე გადაახია”.

“ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს, თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!”, – წერს კახა კინწურაშვილი.

აღსანიშნავიამ, რომ კინწურაშვილმა სამთავრობო მედია შარშან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე დატოვა, მიზეზად კი არხის საინფორმაციო პოლიტიკა დაასახელა. 

“ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი”, - ამბობდა 1 წლის წინ მსახიობი. 

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.

მსგავსი სიახლეები