არ მიიღებს ტყუილს ახალგაზრდები, ჩემზე დიდები და ჯანსაღი მოსახლეობა - გიგაშვილი

08.04.24 18:11
 არ მიიღებს ტყუილს ახალგაზრდები, ჩემზე დიდები და ჯანსაღი მოსახლეობა - გიგაშვილი

პიანისტი და "Terrence Judd-Hallé"-ის პრემიის მფლობელი, გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება.

ახალგაზრდა წერს, რომ ქვეყნის მომავალი თაობა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მმართველ პარტიას ამ ინიციატივას არ გაატანინებენ.

უდიდესი მადლობა ყველას, არც კი ვიცი როგორ აღვწერო ის ემოციები, რასაც ეს ორი დღეა განვიცდი. ის სიტყვები, რომლებიც ჩემ მიმართ არ დაიშურეთ თითოეული თქვენგანისგან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

"რანინა", ფეხბურთი, თითოეული წარმატება კარგია, მაგრამ ამ მთავრობისგან დაპირებების ხალხისთვის თავზე გადახევას უკვე ბოლო არ უჩანს. როგორც ერთი წლის წინ შეგვპირდნენ ამ კანონს მეორედ ვერ ნახავთ ჩვენგანო, სიმშვიდე რომ ჩამოწვა და გამარჯვებებით აღტკინებულებმა თითქოს საკუთარი უბედურებები დაგვავიწყდა, მაშინ გამოჩნდნენ (როგორც ყოველთვის ხდება). 

ხოდა არ მიიღებს ტყუილს და მოღალატეობას ახალგაზრდები, ჩემხელები, ჩემზე დიდები და საქართველოს ჯანსაღი მოსახლეობა, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ", - წერს პიანისტი.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება

ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

 

მსგავსი სიახლეები