პროვოკაციის მსხვერპლია - რას ამბობს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

09.04.24 18:03
პროვოკაციის მსხვერპლია - რას ამბობს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

“X2 დეველოპმენტი” რომლის დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

სამშენებლო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ სოფია მეფარიშვილმა "პროვოკაცია" მოაწყო. 

ვალერიან კირკიტაძის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ქალი "აგრესიული იყო და პერსონალს ემუქრებოდა": 

რომ შემოვიდა იყო ძალიან აგრესიული. საკმაოდ უცენზურო სიტყვებით დაიწყო - მუქარა, ყვირილი. მერე ამ ყველაფერს მოაყოლა ის, რომ მე და ჩემს ერთ თანამშრომლისკენ გამოიწია, სამი სართული გვზდია ამ გოგომ. ჩვენ ავედით ზევით, რომ დავმალულიყავით, რის გამოც დამჭირდა შემდეგ სამედიცინო დახმარება" - "X2 დეველოპმენტის” თანამშრომელი. 

სამშენებლო კომპანიის მენეჯმენტში ამტკიცებენ, რომ  სოფია მეფარიშვილმა მათ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა. რაც შეეხება ლიფტის გაჭედვას, “X2 დეველოპმენტში" ამტკიცებენ, რომ პრობლემა მალევე, ნახევარ საათში მოგვარდა:

ნებისმიერი სახით ძალადობას ვემიჯნებით, რა თქმა უნდა. გოგონა მობრძანდა ოფისში ძალიან აგრესიულად. შემოიჭრა, შუშის დამტვრევებით, თავდასხმებით ჩვენი გაყიდვების გოგონებზე, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს გამოეკიდა და თმებში წვდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ლიფტი გაიჭედა ნამდვილად, სამწუხაროდ, ქალბატონს ნახევარი საათი მოუწია იქ ყოფნა, სანამ ლიფტიორი მოვიდა, დაარესტრატა და დღესაც მუშაობს ეს ლიფტი", - ამბობს კომპანიის თანამშრომელი. 

თავად  ვალერიან კირკიტაძე ძალადობას გამორიცხავს, და ამტკიცებს, რომ ქალი "დავარდნისგან" გადაარჩინა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "პროკაციის მსხვერპლია". 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და ასევე მოწმეების განცხადებით, რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვთვლით, რომ ბატონი ვალერიანი პროვოკაციის მსხვერპლია. ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, უკან კიბე იყო, ნაბიჯი რომ გადაედგა დავარდებოდა და შევაკავეო"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი. 

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია X2 Development-ის დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე, რომელმაც ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დღეს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აქვე ნახეთ: პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც კომპანიის დირექტორს ძალადობაში ამხელს

 

მსგავსი სიახლეები