"ჩიგოგიძეს არ ვეთანხმები - წინ ევროპისკენ!" - ოზურგეთის თეატრის მსახიობი

11.04.24 16:28
"ჩიგოგიძეს არ ვეთანხმები - წინ ევროპისკენ!" - ოზურგეთის თეატრის მსახიობი

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელოვანს შეუძლია, იქიდან დააფიქსიროს მისი აზრი, საიდანაც ამის საშუალება მიეცემა.

მსახიობებს შორის ირაკლი ურუშაძე პირველია, რომელსაც ვასილ ჩიგოგიძის არ შეეშინა და ღიად დააფიქსირა თავისი აზრი.

ურუშაძე გავრცელებულ პოსტში ხაზგასმით წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს და აზრი და რომ საქართველომ ევროპული მომავლისთვის უნდა იბრძლოს.

მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლოტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი... წინ ევროპისკენ"", - წერს ირაკლი ურუშაძე. 

ვასილ ჩიგოგიძის მუქარის შემდეგ, ოზურგეთის თეატრის მსახიობების ნაწილი დუმილის რეჟიმში გადავიდა. ხელოვანებს არც რუსულ კანონზე სურთ კომენტარის გაკეთება და არც სამხატვრო ხელმძღვანელის მუქარაზე. 

თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ - აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ვასილ ჩიგოგიძემ ჯერ საჯარო პოსტი მიუძღვნა ვასო აბაშიძის თეატრის სახელმწიფო თეატრის პერფომანსს რუსული კანონის  წინააღმდეგ, შემდეგ კი "პირველებთან" თქვა, რომ თუკი ოზურგეთის თეატრში რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, პირადად დასჯის ამ ადამიანებს.

მსგავსი სიახლეები