შსს-ს მაღალჩინოსნის სკანდალური ვიდეო - ვაჟა სირაძის პირველი განმარტება
შსს-ს მაღალჩინოსნის სკანდალური ვიდეო და სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციის შეფი - ვაჟა სირაძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ ვიდეოში მართლაც ის არის, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ძალადობას.
სირაძე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევში საგამოძებოში მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
დიახ კადრში მე ვარ. არ ვურტყამ, სად ხედავთ დარტყმას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი არც ჩემი მხრიდან და არც პოლიციის მხრიდან. შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და შეუძლიათ გამოიძიონ და შეისწავლონ. რა თქმა უნდა მზად ვარ, საგამოძიებო სამსახურში მივიდე და კითხვებს ვუპასუხო, თუ მაგის საჭიროება იქნა. გარდა ოპერატორებისა, რომლებიც იღებდნენ, სხვა კამერებიც არსებობს და შეუძლიათ ნახონ". - ამბობს ვაჟა სირაძე.
სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები ისევ დაუსჯელები არიან - კოკა კაციტაძე იმ სამართლდამცველების წინააღმდეგ, ვისაც რუსული კანონში მოწინააღმდეგე აქტივისტები დაკავების დროს ცემასა და ძალადობაში ადანაშუალებენ, გამოძიებას არ იწყებს, ამიტომ რეაგირების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ადვოკატები ოფიციალურად მიმართავენ.
საქმე გუშინ დაკავებულ 9 პირს ეხება. ადვოკატები ამბობენ რომ პატიმრობაში მყოფი აქტივისტები პოლიციამ დაკავების დროს სასტიკად სცემა და მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძესაც ადანაშაულებენ - გასაჯაროებულია ვიდეო-კადრები.