სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ ადვოკატებმა საგამოძიებოს მიმართეს
სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები ისევ დაუსჯელები არიან - კოკა კაციტაძე იმ სამართლდამცველების წინააღმდეგ, ვისაც რუსული კანონში მოწინააღმდეგე აქტივისტები დაკავების დროს ცემასა და ძალადობაში ადანაშუალებენ, გამოძიებას არ იწყებს, ამიტომ რეაგირების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ადვოკატები ოფიციალურად მიმართავენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები ეტყობა კისრის მიდამოებში. ეს, რა თქმა უნდა, აღბეჭდილია, როდესაც ის შეიყვანეს იზოლატორში და ჩვენ დღეს მაგიტომაც შემოვიტანეთ აღნიშნული განცხადება, რომ სწორედ ამ სამსახურმა უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს აღნიშნულ საქმეს . მტკიცებულებებზე ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მედიაში გასული ეთერებით, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
საქმე გუშინ დაკავებულ 9 პირს ეხება. ადვოკატები ამბობენ რომ პატიმრობაში მყოფი აქტივისტები პოლიციამ დაკავების დროს სასტიკად სცემა და მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
აქციის მონაწილეების ცემაში ადვოკატები ვაჟა სირაძესაც ადანაშაულებენ - გასაჯაროებულია ვიდეო-კადრები.