არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგახარ - ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

17.04.24 11:31
არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგახარ - ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

 "არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგახარ", - ასე ეხმაურება მზარეული, ლუკა ნაჭყებია რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციებს.

"მასტერშეფის" წამყვანი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხმის ამაღლებისკენ და ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ

მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...

მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარებები დაუკეტონ... 

მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი... 

სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მარა არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგეხარ... - წერს ლუკა ნაჭყებია.

რუსულ კანონს სპორტსმენები ღიად აპროტესტებენ.

"დუმილი ღალატის ტოლფასია, წინ ევროპისკენ" - სანდრო ადეიშვილი

"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია" - ბუდუ ზივზივაძე

"საქართველო ევროპაში" - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რუსული კანონის წინააღმდეგ

ევროპა საქართველოს არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის - გიორგი ქვილითაია

მსგავსი სიახლეები