რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა სტუდენტებმა გეზი "ოცნების" ცენტრალური ოფისისკენ აიღეს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებმა გეზი "ქართული ოცნების" ოფისისკენ აიღეს - ახალგაზრდები მსვლელობით ამჟამინდელი ხელისუფლების ცენტრალურ ოფისთან ინაცვლებენ.
სტუდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობამ მათ საჯარო მოხელეები დაუპირისპირა, რომლის გამოყვანასაც ივანიშვილის გუნდი 29 აპრილს, კონტრაქციაზე გეგმავს.
შეგახსნებთ, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაირძნენ, შემდეგ კი "ტიფლისი პალასასთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი პროპაგანდისტები კონფერენციას ატარებენ. სტუდენტებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს და ხმაურით ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელ პირებს დისკომფორტი შეუქმნეს.