ვინ მოაწყო თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე? - პრემიერი კითხვებს არ პასუხობს

09.05.24 11:00
ვინ მოაწყო თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე? - პრემიერი კითხვებს არ პასუხობს

ვინ მოაწყო თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე?  ოპოზიციის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატის, ქართველი დიპლომატისა და სტუდენტის ჯგუფურად ცემის შემდეგ, დღეს პრემიერ-მინისტრი კითხვებს გაექცა. ირაკლი კობახიძე კიკვიძის ბაღიდან ისე წავიდა, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

ხვალ ვისაუბრებ მედიასთან საფუძვლიანად"- თქვა მან. 

რამდენიმე სააათის წინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.