ნიღბიანი მოძალადეები გუშინ ღამით გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ (ფოტო)

09.05.24 13:13
ნიღბიანი მოძალადეები გუშინ ღამით გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ (ფოტო)

ნიღბიანი მოძალადეები გუშინ ღამით გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ. ფოტოს სოციალურ ქსელში გელა ხასაია აქვეყნებს.

"პირბადეს ამოფარებული ქართველი ვაჟკაცები გირჩი/დროას ოფისთან - საქართველო 2024 , გაფერადებული"- წერს გელა ხასაია.

შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.