"გამოდით თქვენი წრიდან!" - ნინო კასრაძე ივანიშვილის გუნდს

09.05.24 15:06
"გამოდით თქვენი წრიდან!" - ნინო კასრაძე ივანიშვილის გუნდს

 

 

 

დუმილი დანაშაულია - ხელოვანები ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ფიზიკური ანგარიშსწორება და სატელეფონო მუქარა რუსული კანონის გაპროტესტების გამო  -  ამ მეთოდებით ბრძოლის უკან ხელოვანები ხელისუფლების კვალს ხედავენ. მსახიობები, მხატვრები და მომღერლები ფიქრობენ, რომ ოლიგაქრის პარტია შეშინებულია.

გამოდით თქვენი წრიდან-მოუსმინეთ ხალხს - უთვლის ივანიშვილის გუნდს მსაიხობი ნინო კასრაძე.

კასრაძის ადრესატი დღეს მისი ის მეგობრები და კოლეგებიც არიან, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროს ძალადობას და მუქარას ყოველთვის გმობდნენ, თუმცა დღეს ხმას არ იღებენ.

როგორც მსახიობი ამბობს, რომ ივანიშვილის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ქვეყანამ როგორ უნდა აირჩიოს კურსი, ამიტომ "ოცნების" ლიდერებს ახსენებს, რომ ყველა ადამიანი თავად წყვეტს საკუთარ ბედს და ისტორიის წინაშეც ყველა ადამიანი საკუთარ კვალს ტოვებს.

ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი - გამოდით თქვენი წრიდან. ყოველთვის აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, გამოდით, გაიხედეთ, მოისმინეთ, თქვენც წრეში ხართ მოქცეული, თქვენც გატყუებენ. ამ ცემის მერე საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება დიდი პროტესტი. შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო, შენ ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ეს შენი გადასაწყვეტია და არა ვიღაცის. ჩემი ადრესატი მინდა იყოს, ჩემი კოლეგები, მეგობრები და ის ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ ჩემს აზრს და საპირისპირო აზრი აქვთ. მათ მინდა ვუთხრა, რომ უკიდურესად მძიმე სიტუაციაა. ჩვენ გვახსოვს, რომ ციხეში ცემის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი. მე მაშინ მახსოვს აღშფოთებული ადამიანები და ამან შეცვალა არჩევნების ბედი. და მაშინ რომ ეს იყო მიუღებელი, მაშინ რომ ეს იყო აღმაშფოთებული, დღეს რატომ არის ეს  მისაღები? მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატონმ არ აპროტესტებთ იმას?", - ამბობს ნინო კასრაძე.

შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.