ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას წაგებული აქვს ყველა ომი და გადასულია ძალადობაზე - პაატა ბურჭულაძე

09.05.24 17:14
ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას წაგებული აქვს ყველა ომი და გადასულია ძალადობაზე - პაატა ბურჭულაძე

ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას წაგებული აქვს ყველა ომი და გადასულია უკვე ძალადობაზე - ასე ეხმაურება პაატა ბურჭულაძე გუშინდელ სადამსჯელო ღამეს.

ბურჭულაძის თქმით, ახლა საქართველოს არა 20%, არამედ 100-ვე პროცენტი არის ოკუპირებული და თავისუფლებისთვის თავიდან ბრძოლაა საჭირო.

ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას წაგებული აქვს ყველა ომი და გადასულია უკვე ძალადობაზე. მას სხვა გზა აღარ აქვთ და ასე დაშინებით უნდათ, რომ რაღაცა მიზანს მიაღწიონ. ეს გათვლილია იმაზე, თუ თვითონ როგორ მოიქცეოდნენ ჩვენს ადგილას. თვითონ ალბათ დაშინდებოდნენ და აღარ გამოვიდოდნენ გარეთ. საქართველოს არა 20%, არამედ 100-ვე პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ დღეს ვართ ოკუპაციაში. ჩვენ თავიდან უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.