მეშინია, ვიღაც რომ ფიზიკურად გამისწორდეს, მაგრამ ბევრად უფრო საშიში ის პერსპექტივაა, რაც გველოდება - დემეტრაძე
მსახიობები "ქართულ ოცნებას" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი სცენარის შედგენასა და რუსული მეთოდებით ანგარიშსწორებაშიი ამხელენ.
მსახიობი ეკატერინე დემეტრაძე ამბობს, რომ რა თქმა უდნა, ეშინია ფიზიკური ანგარიშსოწრების, თუმცა მისი თქმით, უფრო საშიში ის პერსპექტივაა, რაც რუსული კანონის მიღებით გვემუქრება.
დემეტრაძის თქმით, "ოცნებას" სადღაც აუცილებლად ამოეწურება სამარცხვინო ბრძოლის მეთოდები, რასაც "ოცნება" თავისი ხალხის წინაშე იყენებს"
ძალიან მოვიტყუები რომ ვთქვა, რომ საერთოდ არ მეშინია, ვიღაც რომ მომვარდეს და თავში რაღაც ჩამარტყას. რა თქმა უნდა, მეშინია და საერთოდ არ მინდა ვიღაც ფიზიკურად გამისწორდეს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც არაფერში დამნაშავე არ ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია, მაგრამ ჩემი აზრით, ამაზე ბევრად უფრო საშიში არის ის პერსპექტივა, რაც გველოდება, თუ ამ რუსულ კანონსაც გაიტანენ და თანაც, ეს ხომ მარტო კანონი არ იქნება, გაიტანენ ყველაფერს. სადღაც აუცილებლად ამოეწურებათ ეს ძალიან სამარცხვინო ბრძოლის მეთოდები, რასაც "ოცნება" დღეს თავისი ხალხის წინაშე იყენებს. ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, რომლებიც არიან ჩვენი დაქირავებულები და ჩვენი მართლა ორ ლარიანი ხელფასიდან გადახდილი პროცენტით აფინანსებენ იმ სპეცრაზმსდა პოლიციას და ამ გაურკვეველი წარმოშობის კუნთიან ადამიანებს, რომლებიც მერე ჩვენ გვირტყამენ. ეს ასე არ დამთავრდება, გამორიცხულია", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე.
შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.