ლაფში არიან - ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
"ლაფში არიან" - ასე ეხმაურება მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი გუშინდელ სადამსჯელო ღამეს და "პირველებთან" კოლეგების მიერ მოღალატეობრივ და არაკოლეგიალურ ქმედებაზე საუბრობს.
საძულველი ტიპების მიმართ რომ სიბრალული მიჩნდება, ეს მათ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. ახმეტელის დასი ვინც დახვრიტა, ამის სათავეში მარტო ბერია არ ყოფილა. ეს ყველაფერი დაიწყო თვითონ მსახიობების წიაღიდანვე არაკაცების მიერ. ამ ტრადიციას ბევრი ჩვენი კოლეგა აგრძელებს. იქცევა არაკოლეგიალურად, ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ არიან მოღალატეები და უნდათ ჩვენ მოგვაკერონ ახლა საძაგელი კომუნისტური იარლიყები. უკვე ნაცებს მემგონი გასუწრეს, იმიტომ რომ ნაცებმა ჰარმონიულად გადააბარეს ხელისუფლება, ესენი კიდევ ჰარმონიულად ვერ აბარებენ ხელისუფლებას, იმდენად არიან ლაფში", - ამბობს დავით ბეშიტაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.