რუსთაველის გამზირზე თეიმურაზ კალანდაძე გამოჩნდა - სამართალდამცველი განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი

13.05.24 10:05
რუსთაველის გამზირზე თეიმურაზ კალანდაძე გამოჩნდა - სამართალდამცველი განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი

რუსთაველის გამზირზე თეიმურაზ კალანდაძე გამოჩნდა - სამართალდამცველი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციის წინა რიგებში დგას. 

თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი და არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. 

კალანდაძეს მოწმეების ცემასა და ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.