ბერძენიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება - აქტივისტი წერს, რომ საქმეზე "პოლიცია ფეხს ითრევს"

11.06.24 14:46
ბერძენიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება - აქტივისტი წერს, რომ საქმეზე "პოლიცია ფეხს ითრევს"

ე.წ. ტიტუშკების მიერ სასტიკად ნაცემ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება. სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ პოლიცია "ფეხს ითრევს" კამერების ჩანაწერების ამოღებაზე:

მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.
სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.
ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.
ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.
ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია"- წერს ბერძენიშვილი. 

ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

 

მსგავსი სიახლეები