მთივლიშვილი არ გამორიცხავს, რომ "მთის ამბების" ვებგვერდის გაქრობაში "ოცნების" ხელის ერიოს

15.06.24 15:02
მთივლიშვილი არ გამორიცხავს, რომ "მთის ამბების" ვებგვერდის გაქრობაში "ოცნების" ხელის ერიოს

სისტემური ხარვეზი თუ ორგანიზებული შეტევა მედიის წინააღმდეეგ? - "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვებგვერდის გაქრობაში "ოცნების" ხელის ერიოს.

ჟურნალისტის თქმით, "მთის ამბები" დიდი ხანია "ქართული ოცნების" სამიზნეა, შესაბამისად, მთივლიშვილი ამბობს, რომ თუ ეს რამენაირად კავშირშია ხელისუფლებასთან, ალბათ, სხვებსაც ელით ასეთი ბედის გაზიარება.

30-40 წუთის ინტერვალში, მინიმუმ რაც გვახსოვს, 100-ზე მეტი პოსტი წაიშალა თავისი ვიდეოთი. ძირითადად დაიწყო შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული საგამოძიებო ფილმის, კრიტიკული მასალებითა და რეპორტაჟების წაშლით. ამას მოყვა ჭიათურის გამოძიება, ბალდასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება. თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნების" სამიზნეა ჩვენი გამოცემა და რედაქცია, შესაბამისად არაფერს გამოვრიცხავ. განსაკუთრებით რუსული კანონის მიღების შემდეგ ყველა ვართ მონიშნული და თუ ეს რამენაირად კავშირშია ხელისუფლებასთან, ალბათ, სხვებსაც ელით ასეთი ბედის გაზიარება", - ამბობს მთივლიშვილი.

პირები, რომელიც ონლაინ მედიის სოციალურ გვერდს მართავენ, ამბობენ, რომ "მეტას" პრობლემის შესახებ მიმართეს, თუმცა პასუხი სოციალური ქსელისგან არ მიუღიათ. 

დაორგანიზებულად უნდა მივმართოთ "ფეისბუქს" და ამ ამბის შესახებ შევატყობინოთ. ან გამოძიება დაიწყონ, ან ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს", - ამბობს სოციალური მედიის მენეჯერი.

პოსტი წაშლილია, რომელსაც ე.წ. მამხილებელი სახე აქვს, რომელიც საჯარო მოხელეს ან რომელიმე დაწესებულებას ამხელს კონკრეტულ დანაშაულში. ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ჩვენ გვერდზეც წაიშალა. ერთი ვარიანტი მქონდა ის, რომ ბოტების დიდი არმია შეასიეს და დაარეპორტებინეს ყველაფერი. დღეების განმავლობაში რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი კიდევ ხომ, მაგრამ ძალიან ბევრი რომ ერთდროულად მოხდა, საეჭვოა. დაორგანიზებულად უნდა მივმართოთ "ფეისბუქს" და ამ ამბის შესახებ შევატყობინოთ. ან გამოძიება დაიწყონ, ან ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. ფაქტია, რომ გაუგებრობა არის და რაღაც არაკანონიერი ხდება", - ამბობს სოცმედიის მენეჯერი.

"მთის ამბების" ვებგვერდზე შესვლა ვეღარ ხერხდება. 

 მედიასაშუალება ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ მათი "Facebook"-იდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან.

"მთის ამბების" ინფორმაციით, წაშლილია შოვის ტრაგედიაზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტები.

დილიდან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წერენ, რომ მათი პოსტები იშლება. მასალები ქრება "რადიო კომერსანტის", "სტუდია მონიტორისა" და გამოცემა "თაიმერის" გვერდებიდანაც.  ათობით პოსტი წაეშალა "სასამართლოს გუშაგსაც".  

ერთი კვირის განმავლობაში იშლება ფეისბუქიდან tvpirveli.ge- ის ნიუსებიც.

მსგავსი სიახლეები