გერმანიაში, საფეხბურთო ნაკრების მთავარი ექიმი გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)

01.07.24 23:37
გერმანიაში, საფეხბურთო ნაკრების მთავარი ექიმი გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)

 

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი ექიმი გერმანიის ქალაქ ველბერტში, სპორტსმენების სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა და ქომაგებს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამხნევებას აგრძელებენ - გერმანიის ქალაქ ველბერტში სპორტსმენების სასტუმროსთან შეკრებილი მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და კვირის მთავარ გმირებს ოვაციებით ემშვიდობებიან.

როგორც ქომაგი ამბობს, გულშემატკივრების ხმამ ფეხბურთელებამდე მიაღწია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ სასტუმროს გარეთ მყოფ ადამიანებს ხელი დაუქნიეს.

გულშემატკივრებს გურამ კაშია და გიორგი ქოჩორაშვილიც შეხვდნენ, რომლებმაც ქომაგებთან ფოტოები გადაიღეს და მათ ავტოგრაფი მისცეს.