შსს თავს იდებილებს, გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ - ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა
ალეკო ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად საკუთარი სასამართლო პროცესი დატოვა - "მოქალაქეების" ლიდერმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და მართლმსაჯულების სისტემა "კანტორას, დუქანს" შეადარა.
ელისაშვილის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მას სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს სასამართლო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ არ მომხდარა. მე მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. 20 კაცი მირტყამდა უმოწყალოდ და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ. ეს არ აინტერესებთ. პოლიციელებმა ცემაში კინაღამ მომკლეს და სამი თვე რომ იდებილებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახეზე რომ კადრში ჩანან პოლიციელები და ვერ გავიგეთ, ვინ არიანო, ეს ნორმალურია? ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ მოვალ, მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. რაღაც კანტორაში და დუქანში შემოვედი", - ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
პოლიტიკოსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზივი: ალეკო ელისაშვილზე ანგარიშსწორების პროცესს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებდა.
- კადრებში, რომელიც ტვ პირველმა გადაიღო, ჩანს, რომ ელისაშვილს 5-ზე მეტი პოლიციელი სცემს და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეათრევს.
- პოლიციელი, რომელმაც ელისაშვილი სცემა (ფოტო)
- ელისაშვილის წინააღმდეგ სასტიკ ანგარიშსწორებას სირაძე ხელმძღვანელობდა, ჩუბინიძე ზედამხედველობას უწევდა - ექსკლუზიური კადრები