იმედმა "ტვ პირველის" შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა
ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა", "ტვ პირველის" რეპორტაჟის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი თამარ ჩიკვატია მაყურებელს ატყუებს, თითქოს "ტვ პირველმა" "დინამო არენას" მიერ, ფეხბურთის ფედერაციისთვის გაგზავნილი წერილის ნაწილი ამოჭრა.
"ეს არის ტყუილი - ჟურნალისტს არც კი დაურეკავს, რომ რაიმე ეკითხა, ისე მოყვა სრული სიცრუე ეთერში!"- განაცხადა ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველმა დინამო არენას და ფეხბურთის ფედერაციის მიმოწერის დამადასტურებელი ორი წერილი მოიპოვა და ორივე გაავრცელა. პირველ წერილში საუბარი იყო სტადიონის მზაობაზე, მეორე წერილში იყო კონკრეტიკა ტრიბუნების რაოდენობის გამოყენების შესახებ. ორივე წერილის შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია "ტვ პირველის" ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში.
ის რომ, "დინამო არენამ" ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, ოფიცილურ განცხადებაში დაადასტურა დღეს დინამომაც.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზივი: რას სთავაზობდა “დინამო“ ფეხბურთის ფედერაციას (დოკუმენტი)
- “პირველებმა“ თბილისის დინამოს ოფიციალური წერილი მოიპოვა, იქ არაფერია წერია, იმაზე, რომ არ შეუძლიათ ნაკრების შეხვედრებს უმასპინძლონ.