ასეთ ვითარებაში ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან არ ყოფილა - ზვიად ჭუმბურიძე
ბიზნესი სანქციების მძიმე შედეგზე საუბრობს - საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე, ამბობს, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე არ ყოფილა.
ჭუმბურიძის თქმით, სანქციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყანაში ინვესტიციებიის შემოსლაზე და საბოლოოდ არასახარბიელო შედეგი დადგება.
ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო პარტნიორებთან გართულებულ დიალოგზეც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს განვითარება ამერიკისა და ევროკავშირის გარეშე, ასე მარტო, ინდივიდუალურად, ძალიან რთულად ესახება.
თავისთავად სანქციები, პირდაპირი მნიშვნელობით, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამას არასასიამოვნო ეფექტი ექნება, მე ამას რბილად ვამბობ. ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორი როდესაც სანქციებს აწესებს, ეს, მე ვფიქრობ, მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო. ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში უყურებს იმ გარემოს, რა გარემოშიც არის ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური გარემო. ის როდესაც ხედავს, რომ უკვე რაღაც სანქციებზეა საუბარი, საუბარია გართულებულ დიალოგზე და გართულებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ის თავს შეიკავებს. მე მაგალითად, საქართველოს განვითარება ამერიკისა და ევროკავშირის გარეშე, ასე მარტო, ინდივიდუალურად, ძალიან რთულად მესახება", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
- ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ამ ფონზე კი ბლუმბერგის ბოლო მონაცემებით, ლარი რეკორდულად უფასურდება.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: