“ბსუ-ში სტუდენტები უნივერსიტეტს მოუწოდებენ გამოცოცხლებისკენ! სულ სხვა თაობა დგას ყინვაში ფანჯარასთან და დარაჯობს სტუდენტებს“
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ბსუ-სთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ “სულ სხვა თაობა ფანჯარასთან ყინვაში დგას და სტუდენტების სიმშვიდეს დარაჯობს“.
რა მაგარი კადრია! ბათუმის უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსში სტუდენტები არიან გამაგრებული და უნივერსიტეტს მოუწოდებენ გამოცოცხლებისკენ!
ამ დროს სულ სხვა თაობა, იაშა დიასამიძე დგას ყინვაში უნივერსიტეტის ფანჯარასთან და გარედან დარაჯობს სტუდენტების სიმშვიდეს და მხნეობას
საქართველოს ყველა თაობას გაუმარჯოს!
სოლიდადობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს!“, წერს კურპაძე და ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.