კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა

20.11.24 16:59
კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა

ცესკოს შეფის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრი 500 ლარით დააჯარიმა.

სარჩელი მოსამართლე ცეკვავამ დაჩქარებულ ვადაში განიხილა.

სასამართლო სხდომაზცე ცესკოს სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს წინაშე. სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, ვინაიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე, ცესკო თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლსო დაედასტურებინა კირთაძის ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან სამომავლოდ ცესკომ დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოზე წარმოება", - ამბობს დავით კირთაძის ადვოკატი. 

კალანდარიშვილმა ჯერ პოლციიას მიმართა, სადაც თქვა რომ შავი საღებავის შესხმით უდიდესი ტკივილი განიცადა, სასარჩელო მოთხოვნაში კი მიუთითა, რომ ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ კომისიის საქმიანობა შეაჩერა, ჩაერია უხეშად და დაარღვია წესრიგი კომისიის სხდომაზე. 

რაში გამოიხატა აღნიშნული დარღვევა, ეს დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ადვოკატს არ განუმარტავს, მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ყველაფერი შავი საღებავის შესხმით გამოიხატა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გუშინდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. 

ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.