ამ თეთრ-შავ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას - გიორგი ბურჯანაძე

28.11.24 20:49
ამ თეთრ-შავ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას - გიორგი ბურჯანაძე

ამ თეთრ-შავ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, გაბრაზებულ მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში დგას. 

დღევანდელი განცხადება იყო ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რისი ნიშნებიც იყო. დღევანდელ დღეს ოფიციალურად განაცხადა მთავრობამ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის ჩერდება. ის კონსტიტუციური ვალდებულება, ის კონსტიტუციური ჩანაწერი,  ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიულია , სამწუხაროდ იქნა უარყოფილი და ამ გადაწყვეტილებით ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ეს არის ოფიციალური სვლის შეჩერება ევროკავშირისკენ და ყველამ ვიცით ამ თეთრ-შავ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.