"ოცნების" ოფისთან სპეცრაზმი მიიყვანეს

28.11.24 20:45
"ოცნების" ოფისთან სპეცრაზმი მიიყვანეს

"ოცნების" ოფისთან სპეცრაზმი მიიყვანეს - სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი შენობაში შეიყვანეს, ნაწილი კი ოფისის მიმდებარედაა განლაგებული. 

რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.