დარწმუნებული ვარ, გადადგომამდე შაიშმელაშვილი ბევრჯერ შევიდა გომელაურთან და უთხრა, რომ რასაც აკეთებენ, დაუშვებელია - ზოდელავა

05.12.24 11:20
დარწმუნებული ვარ, გადადგომამდე შაიშმელაშვილი ბევრჯერ შევიდა გომელაურთან და უთხრა, რომ რასაც აკეთებენ, დაუშვებელია - ზოდელავა

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა "ტვ პირველის "პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ოპერატიული დაგეგმარების ხელმძღვანელი, ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობის დატოვებამდე მინიმუმ 50-ჯერ შევიდოდა ვახტანგ გომელაურთან და ეტყოდა, რომ რასაც აქციაზე აკეთებენ, სასტიკად დაუშვებელია.

სისტემა ინგრევა - ამბობს მურთაზ ზოდელავა და აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გდდ-ში ოპერატიული თანაშრომლების მიმართ მოხდა სასტიკი მოპყრობა, ცემაზეა საუბარი, რის შემდეგაც მათ სისტემა დატოვეს. 

დარწმუნებული ვარ და თქვენც დარწმუნებული იყავით, რომ ეს გააკეთა იმიტომ რომ შევიდა მინიმუმ 50-ჯერ თავის ხელმძღვანელთან გომელაურთან და უთხრა, რომ ეს არის სასტიკად დაუშვებელი. იმან უთხრა, რომ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, ასე სჭირდება ბატონ გრიგორიჩ თუ ბიძინას. ამ ბრძოლას აქვს საოცარი, გასაოცარი შედეგები, სისტემა ინგრევა. მიდიან, როგორც პროფესიონალები, ასევე უბრალოდ ჭავლის მანქანის ოპერატორები და სვამენ ვიღაც სხვებს, რომლებმაც არ იციან გამოყენება და ხან საკუთარ სპეცრაზმს ასხამენ წყალს და ხან უბრალოდ გაჩერდნენ და მოუწიათ შლანგებით წყლის გადმოღვრა. ამ ოპერატიული ოჯახის წევრების მიმართ მოხდა სასტიკი მოპყრობა, ცემა და ეს ხალხი წამოვიდა. ასეთი ფაქტი, მოხდა, როგორც წყაროები გვიდასტურებენ. და ეს მრავალი თვის განმავლობაში მომზადებული ჯგუფი წამოვიდა სამსახურიდან'', - ამბობს მურთაზ ზოდელავა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა. 

 ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.