ახლა აქვთ პოლიციელებს შანსი დაუმტკიცონ თავიანთ ქვეყანას, თუ რატომ დადეს ფიცი - ჯგერენაია

05.12.24 16:07
ახლა აქვთ პოლიციელებს შანსი დაუმტკიცონ თავიანთ ქვეყანას, თუ რატომ დადეს ფიცი - ჯგერენაია

ყოფილი პოლიციელი, ზვიად ჯგერენაია პოლიციელებს სწორ მხარეს დგომისკენ მოუწოდებს. ახლა აქვთ მათ შანსი დაუმტკიცონ თავიანთ ქვეყანას, თუ რატომ დადეს პოლიციელის ფიცი - ამბობს "პირველებთან"
 ჯგერნაია და აცხადებს, რომ სისტემას დაქვემდებარებული ადამიანების რიცხვი არც თუ ისე დიდია. 

პოლიციელებს სახელმწიფო ვერ გამოიყენებს ინსტრუმენტად, რომ ავტორიტარიზმი დაამყაროს - აცხადებს ჯგერენაია,

არიან ადამიანები, ღირსეული ადამიანები, რომლები სწორად აზროვნებენ და ქართული საზოგადოება დღეს, არის ისტორიის გზა გასაყარზე. ეს ყველასთვის ნათელია, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომელიც იმყოფებიან ბარიკადები მეორე მხარეს. მე არ ვგულისხმობ, იმ სპეციალურად დატრენინგებულ რიბოკოპებს, რომლებიც ძირითადად მუშაობენ ან ინსტიქ ტების ხარჯზე ან სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები როგორც მუშაობენ და  ექვემდებარებიან ხშირ შემთხვევაში უკანონო ბრძანებას. ამ ადამიანების რიცხვი არც თუ ისე დიდია. ჩვენ თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ მთლიანობაში რამდენი გვყავს ქვეყანაში ძალოვანი უწყების წარმომდგენელი, ამ ადამიანების რიცხვი არც თუ ისე დიდია. შესაბამისად, ამ ადამიანებს სახელმწიფო ვერ გამოიყენებს ინსტრუმენტად, რომ დაამყაროს ავტორიტარიზმი. ახლა აქვთ მათ, სწორედ ის შანსი დაუმტკიცონ თავიანთ ქვეყანას, თუ რატომ დადეს პოლიციელის ფიცი, თუ რატომ დადეს ფიცი და რატომ უნდა იყვნენ სწორ მხარეს. გამომდინარე აქედან, მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება'',- აცხადებს ჯგერენაია.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა. 

 ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.