დღეს არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმება ვერ უშველის - ნონა ქურდოვანიძე

20.12.24 15:08
დღეს არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმება ვერ უშველის - ნონა ქურდოვანიძე

"საიას" ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ალან ბერსეს დღევანდელ განცხადებაზე აფასებს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის და ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ის გასაუქმებელია. 

ქურდოვანიძის თქმით, “წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს.“

ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. 
ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს. 
თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს
" - წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან:

მსგავსი სიახლეები