ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს - სხვა ყველა საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია - ვაშაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დროს რუსული კანონი და მასში შესატანი ცვლილებები არ განუხილავს.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღის წესრიგში ორი მთავარი მოთხოვნა დგას - სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
ორადორ საკითხზე შეიძლება იყოს დღეს საქართველოში მსჯელობა. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხაზს ვუსვამ, სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული ადამიანების უპირობოდ გათავისუფლება. მეორე არის ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით, პირობებით და ნეიტრალური სამართალდამცავი ორგანოებით. სხვა ყველა საკითხი არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. საიდან შემოიტანა ამ ადამიანმა ეს საკითხი, ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენს შეხვედრაზე ეს არ უხსენებია ამ ადამიანს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს გზავნილები პრესკონფერენციიდან:
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან