აშშ-ს სახდეპმა დაადასტურა, რომ სავიზო სანქციები არა მხოლოდ "ოცნების" წევრებს, არამედ სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებსაც დაუწესა

20.12.24 20:57
აშშ-ს სახდეპმა დაადასტურა, რომ სავიზო სანქციები არა მხოლოდ "ოცნების" წევრებს, არამედ სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებსაც დაუწესა

რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ გუშინ სავიზო სანქციების დაუწესეს და ამერიკის საზღვრები ჩაუკეტეს, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრებს და რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენლებს, არამედ სახელმწფიოს უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებსაც.

მხოლოდ ერთ დღეში ათეულობით სანქცია დაწესდა და 2024 წლის მაისიდან დაწესებულმა სავიზო სანქციებმა ასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელწიფიო დეპარტმანეტში აკრედიტებული ჟურნალისტი ალექს რაფაუღლუ ავრცელებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებსა და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად - მათ შორის, იძულების და შევიწროვების გარეშე ხმის მიცემას, - აღნიშნული იყო  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.