ოდირის ანგარიში იმდენად კრიტიკულია, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, ის ამ ტექსტს ვერ შეცვლის - ქურდოვანიძე
ოდირის ანგარიში იმდენად კრიტიკულია, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, ის ამ ტექსტს ვერ შეცვლის - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ქურდოვანიძის თქმით, უბრალოდ შეუძლებებელია, ამაზე მკაცრი რაიმე თქვას სადამკვირვებლო მისიამ.
ეს ანგარიში იმდენად კრიტიკულია, რომ რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, ის ამ ტექსტს ვერ შეცვლის. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ ამომრჩეველს თავისუფლად არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ჰქონდა. საარჩევნო პერიოდში აღმოჩენილი დარღვევები არის ამის ინდიკატორი,ა სევე არაჩევნების დღეს დაფიქისირებული სისტემური პრობლემები. საუბარია ზეწოლებზე, ამ ნაგარიშსი მკაცრად არის შეფასებული, თუ როგორ მოხდა დავებსი განხილვა და როგორ არ იყო ეს ის ადგილი, სადაც დავები გადაწყდებოდა ობიექტურად. ამაზე მკაცრი რაღა თქვას სადამკვრივებლო მისიამ, რომელიც ერტნაირი მეთოდოლოგიით აკვირდება არაერთ ქვეყანაში არჩევნებს", - განაცხადა ნონა ქორუდოვანიძემ.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან