კობახიძის მხრიდან სასოწარკვეთილი მცდელობაა, როცა მადლობას უხდის ოდირს - ბადრი ჯაფარიძე

20.12.24 23:07
კობახიძის მხრიდან სასოწარკვეთილი მცდელობაა, როცა მადლობას უხდის ოდირს - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა უპრეცედენტოდ კრიტიკულია.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მხრიდან ოდირისთვსი ამდლობის გადახდა, "სასოწარკვეთილი მცდელობაა". 

ცალსახაა, რომ ეს დასკვნა არის უპრეცედენტოდ ნეგატიური. ეს არის უკიდურესად კრიტიკული შეფასება, რაც ადასტურებს იმას, რის გამოც ჩვენი მოქალაქეებია არიან ქუჩაში, ეს ადასტურებს, რომ არჩევნები იყო მიტაცებული და არ არსებობს დარღვევა, რომელიც დაფიქსირებული არ ყოფილიყოს არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. კობახიძის მხრიდან ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, როცა მადლობას უხდის ოდირს, ვითომდა დადებითი შეფასებისთვის. იქ დადებითი არაფერია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები