დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ლანა ღოღობერიძე

21.12.24 18:54
დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ლანა ღოღობერიძე

დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ამის შესახებ პრეზიდენტტან შეხვედრის შემდეგ, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ,  ყველასთავის გახდა ცნობილი, რომ არჩევნებმა მასშტაბური გაყალბების ფონზე ჩაიარა.

პრეზიდენტმა გვთხოვა მოსვლა, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის. ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების მერე, იწყება ნამდვილად ახალი ეტაპი. ყველასთავის გახდა ალბათ ნათელი, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, რომ ნამდვილი გაყალბება იყო არჩევნების და დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები", - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ. 

პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის გზავნილები: