"კონსპირაცია და აბსურდული ბრალდებებია" - დათა თავაძე "ოცნების" თავდასხმაზე
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ხელოვანები "ქართული ოცნების" თავდასხმას პასუხობენ - რეჟისორი დათა თავაძე აბსურდულ ბრალდებას უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი თეატრალებს რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მეტიც, დათა თავაძე კონსპირაციის და შეთქმულების თეორიის გაგრძელებად მიიჩნევს მმართველი პარტიის ნარატივს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის მიერ გამართული სახალხო მანიფესტი "ფარისველობაა".
დიდად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათგან წამოსულ აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, იმ რაღაცა კონსპირაციებს, რომელსაც ეჭიდებიან ხოლმე. სინამდვილეში რაზეც პასუხი არ აქვთ, იწყებენ გამოგონებას, ვითომ რაღაც შეთქმულების თეორიები და ა.შ. არსებობს. ეს არის ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მთავარი გზა, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს მძიმე განხეთქილება'', - ამბობს დათა თავაძე.
ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტს, რომელიც 23 იანვარს, "ახალი თეატრის" წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა, ივანიშვილის რეჟიმმა თავდასხმით უპასუხა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ პარტიების და ენჯეოების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უკვე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები გეგმავენ. მსგავსი შინაარსის გზავნილები გააჟღერა კახა კალაძემაც, რომელმაც საპროტესტო მანიფესტს "უნიჭო, არაფრისმომცემი შოუ" უწოდა.
შეგახსენებთ, "ახალი თეატრის" დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.
ამავე თემაზე:
- დავიცავთ ანდროს, მის ოჯახის და მის ავტორიტეტს არ შევალახვინებთ - ნინო კასრაძე
- ანდრო ჭიჭინაძის და მისნაირი უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომა ქვეყნის ჭრილობაა- ნანა ბუთხუზი
- სასამართლო საბჭოთა ცირკად, მოსამართლეები კი მოქეიფე გვამებად აქციეს - ეკა დემეტრაძე
- სისტემა უნდა დაინგრეს! - გიორგი ბახუტაშვილი
- ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან - კახა კინწურაშვილი
- მანიფესტის შემდეგ კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელოვანებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურთ