პარლამენტის უკანა შესასვლელთან გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზებაა
პარლამენტის უკანა შესასვლელთან გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზებაა - არალეგიტიმური პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს დიდი პროტესტის ფონზე იწყებს.
საკანონმდებლო ორგანოსთან ხალხი ამ წუთებში იწყებს შეკრებას. აქციის მონაწილეები შეეცდებიან უფრო ახლოდან გააგონო ხმა რეჟიმს. მოთხოვნა უცვლელია - პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლება და ახალი სრჩევნები.
არალეგიტიმური პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება -საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
ასევე "ოცნებამ" შეზღუდვები დაუწესა საპარლამენტო ჟურნალისტებს, მათ მხოლოდ შემოსაზღვრულ მონაკვეთში შეუძლიათ გადაადგილება.
რას ნიშნავს უსაფრთხოების ყვითელი დონე:
- ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
- დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
- შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.