მხილების სერია საზმაუში - რა ხდებოდა სამეურვეო საბჭოზე

04.02.25 12:07
მხილების სერია საზმაუში - რა ხდებოდა სამეურვეო საბჭოზე

 

 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საზმაუს სამეურვეო საბჭოზე - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე ამტკიცებდა, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა მას შეაგინა, რაზეც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მაღლაფერიძე ტყუოდა და ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

რაც არ გამიკეთებია, იმას არაფრისდიდებით არ ვაღიარებ. ან დამიმტკიცეთ, ან ამ ცილისწამებაზე ბოდიში უნდა მოიხადოთ"- უთხრა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა მაღლაფერიძეს. 

ჟურნალისტმა ისიც შეახსენა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომ არხმა საკუთარი თანამშრომლის ცემის გამო განგაშიც კი არ ატეხა. 

ჩვენ არ აგვიტეხავს ამბავი ფაქტზე, როგორ მოექცა გდდ ჩვენს თანამშრომლებს, ისევე როგროც სხვა მოქალაქეებს და  მედიის წარმომადგენლებს, ჩვენ ამაზე განგაში არ გავიტეხავს", - განაცხადა ივანოვ-ჩიქოვანმა. 

მამხილებელი განცხადება საზმაუს საბჭოს სხდომაზე არხის რეჟისორმა, კახა მელიქიძემაც გააკეთა და თქვა, რომ ფეხბურთისას ეთერში კობახიძის რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ.

ასევე, ნინო ზაუტაშვილმა პირდაპირ უთხრა ვასილ მაღლაფერიძეს, რომ საზოგადოების შეუარცხოფისთვის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. 

თქვენც მოგიწევთ თავის დაცვა სასამართლოზე, ერთი წამით არ იფიქროთ, რომ არ მოგიწევთ. ჩემს და ჩვენს გამო კი არა, საზოგადოების იმ ანწილის გამო, რომელსაც ყოველ დღე შეურაცხყოფას აყენებთ"- განაცხადა ზაუტაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები