აქციის მონაწილეებზე ბიტით და ხანჯლით თავდამსხმელები მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხდარზე მედია ალაპარაკდა

21.02.25 22:47
აქციის მონაწილეებზე ბიტით და ხანჯლით თავდამსხმელები მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხდარზე მედია ალაპარაკდა

ბეისბოლის ბიტით და ხანჯლით შეიარაღებული პირები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობიდან წამოსული საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხნენ დააკავეს - მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც თავდასხმაზე მედია ალაპარაკდა.

ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს ( წვრილმანი ხულიგნობა)

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში საპროტესტო მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებს თავს 2 პირი დაესხა, ერთი ხანჯლით შეიარაღებული იყო, მეორე ბიტით. 

დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შეირაღებულ თავდამსხმელებს გიორგი მამუჩიშვილი არ აკავებს და დანაშაულის ადგილის დატოვების საშუალებას აძლევს.

ვიდეომასალით დგინდება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი თავად პოლიცილეზეც კი ძალადობს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები