ოზურგეთის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან - გზებზე ყრია ელექტროსადენები

25.02.25 15:08
ოზურგეთის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან - გზებზე ყრია ელექტროსადენები

ოზურგეთის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან - გზებზე ყრია ელექტროსადენები. ასევე გადატეხილია ხეები. 

ამ დრომდე ოზურგეთში არ ჩანს სპეც-ტექნიკა. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მუნიციპალიტეტის საავადმყოფო დაშავებულებით არის სავსე. რეკორდულად არის გაზრდილი მიმართვიანობაც.

სტიქიის პირისპირ მოსახლეობა მარტოა დარჩენილი. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში არ გამოჩენილან. გურიაში გზების გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. 

ელექტროენერგია გუშინს მერე არ გვაქვს. ხეები იმდენად არის მოტოხეილი ამ ქსელ კაბელებს აწევს ზემოდან. სად ცალია ხელისუფლებას მოსამზადებლად. რომელ ბუხართან იქნებაინ ახლა მიმჯდარი და ქეიფობენ და გუნდაობენ, კაცმა არ იცის. წილოსანმა რომ თქვა, ნაციონალებო რამ გაგაგიჟათ, თოვლი კაცო დადნებაო, როის დადნება. გაჭირვებული ხალხი, რომ ჭკუიდიან გადავა? ზოგი ბოტოქსს იკეთებს, ზოგი ფილერს იკეთებს, ნამდვილად არ სცალიათ. ოპოზიციაც არ გვყავს იცით?" - ამბობს ადგილობრივი. 

ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

  • ასევე, ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, გაყინული, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაცია ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა "პირველებს" ოფიციალურად დაუდასტურა.
  • ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა. 
  • სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაშიც, სოფელ კონჭკათში - 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.