არ გამოვრიცხავ, "ოცნებამ" ზოგიერთი ელჩის გაწვევაზეც დაიწყოს საუბარი - დიმიტრი ცქიტიშვილი
"ოცნების" თადვასხმა ევროკავშირის ელჩზე - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის გუნდმა მალე ზოგიერთი ელჩის გაწვევაზეც დაიწყოს საუბარი.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ იზოლაციაში მოქცეულ "ოცნებას" ევროპული საზოგადოება უკვე აღარ სჭირდება, რადგან იციან, რომ ევროკავშირი ავტორიტარიზმს ტაშს არ დაუკრავს.
პარტნიორები კრიტიკის მთავარ სამიზნედ გახადეს. როგორი რეაქციებიც არ უნდა ჰქონდეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატური, პროცესი მიდის და ევროპული ინსტიტუტები შესაბამის, თავის პასუხს იტყვიან. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი ელჩის გაწვევაზეც კი დაიწყონ საუბარი, იმიტომ, რომ ცალსახაა ისინი სრულიად იზოლაციაში არიან ევროპულ საზოგადოებასთან. მათ ევროპული საზოგადოება არ სჭირდებათ და ხელს უშლით, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმს ევროკავშირი ვერანაირად ტაშს ვერ დაუკრავს, ამიტომაც ეს მათთვის დისკომფორტია და არ გამოვრიცხავ, რომ ამაგზეც წავიდნენ", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ევროკავშირის ელჩზე იერიში "ქართულმა ოცნებამ" დღეს იუნკრების გმირთა მემორიალთან მიიტანა. საბჭოთა ოკუპაციის დღე, რეჟიმმა რუსეთის ნაცვლად დასავლეთის სალანძღავად გამოიყენა. ივანისვილის გუნდი წყობიდან ძალადობის დაუსჯელობისა და სანქციების შესახებ პაველ ჰერჩინსკის კრიტიკულმა განცხადებამ გამოიყვანა.
ასევე ნახეთ