გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს ჩვენებას გერმანელი ექსპერტი მისცემს
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს ჩვენებას გერმანელი ექსპერტი მისცემს - ფრენკ მიულერი, რომელმაც 11 წუთიანი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა ჩაატარა და მისი ავთენტურობა დაადასტურა, უკვე საქალაქო სასამართლოშია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.
- შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა
ასევე ნახეთ:
- "შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: მოპოვებულია ივანიშვილის ჩანაწერი - ჩანაწერში ცხადად და არაერთხელ ისმის რომ, ბაჩიაშვილი ივანიშვილს სესხის მიცემას სთხოვს.