თბილისის საქალაქოსთან ხმაურია - მანდატურებმა მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებსა და მობილიზებულ მანდატურებს შორის ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მანდატურებმა 15-მდე ადამიანს საქალაქოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რამაც სინდისის პატიმრების მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია.
გამოვარდა სამი მანდატური. ამ პატარა კარში 15 ადამიანი გამოგვიტანეს" - ამბობს მოქალაქე "პირველებთან".
"უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ" - სკანდირებენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სინდისის პატიმრების პროცესზე ხმაური იყო - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს.
სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს - რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.