თბილისის საქალაქოს შესასვლელი პოლიციელებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარი შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს.
ტერიტორიაზე პოლიციის გამოჩენამდე ხმაური იყო - პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებსა და მობილიზებულ მანდატურებს შორის ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მანდატურებმა 15-მდე ადამიანს საქალაქოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რამაც სინდისის პატიმრების მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია.
გოგო წაიქცა. პოლიცია, რომელიც წესით ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და სასამართლოში უნდა ვპოულობდეთ სამართალს, ყველაფერი პირიქით ხდება. ეს უნდა დასრულდეს", - ამბობს ეკა დემეტრაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სინდისის პატიმრების პროცესზე ხმაური იყო - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს.
სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს - რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.