"ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ" - ლიკა გუნცაძე

05.03.25 23:40
"ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ" - ლიკა გუნცაძე

"ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ" - ასე აფასებს სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა "ტვ პირველის" ეთერში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიერ მსახიობისა და  რეჟიმის 10-ივე ტყვის პატიმრობაში დატოვებას.

ლიკა გუნცაძის თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოები არიან, არ ჰქონია მოლოდინი, რომ რეჟიმის მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და უკანონოდ დაკავებულებს აღკვეთის გარეშე გაათავისუფლებდა. 

არ მქონდა არანაირი მოლოდინი, მაგრამ ჩემთვის მაინც მძიმე დღე იყო.
ვცხოვრობთ ამ ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში. ეს ტერორია მეტი, რა არის ტერორი. ყოველ დღე ვუყურებთ ცემა ტყეპას, დაჭერებს, ჯარიმებს არაადეკვატურს. რა ხდება ჩვენს თავს, რისი გულისთვის დაიჭირეს ეს ბიჭები. არცერთი ბიჭი დამნაშავე არ არის, არავის, არაფერი არ უმტკიცდება...

სრულიად უდანაშაულოები არიან ბიჭები, არც უმტკიცდებათ არაფერი, როგორ შეიძლება ეს იყოს ორგანიზებული დანაშაული, როდესაც სასამართლოზე გაიცნეს ერთმანეთი", - ამბობს ლიკა გუნცაძე.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11-ივე ტყვე პატიმრობაში დატოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

ირაკლი შვანგირაძემ განაჩენი ადგილზე თათბირის შედეგად გამოიტანა. მისივე მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში იმის გამო დატოვა, რომ მათ მიერვე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

იქამდე კი, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა

სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს. რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.

ცნობისთვის, დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაკავებულების პატიმრობაში დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ მათი აღკვეთის გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას

მსგავსი სიახლეები